ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში აქცია გაიმართა.
ადგილობრივებმა შიდა გზების მოწესრიგება და წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. შეკრებილებმა ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზაც გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცავებმა ავტოსაგზაო მოძრაობა მალევე გახსნეს.