აქცია გორში

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი დღეს ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ. კომპანია „ჯითი გრუპს“ ჰოსპიტალთან ხელშეკრულება აპრილიდან აქვს დადებული. თანამშრომლები ხელფასების მატებას, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანია GT Group-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ჰოსპიტალთან დეკემბერში უმთავრდებათ და ახლა ხელფასების გაზრდას ვერ შეძლებენ. ჰოსპიტალის დირექტორი კი აცხადებს, რომ ამ პრობლემის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო. შალვა მაღლაკელიძე თანამშრომლებს შეხვდება და პრობლემაში გაერკვევა.