საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ ქალაქის შესასვლელში აქცია გამართა. მათი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც ისინი ამუშავებდნენ, საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, მუნიციპალიტეტმა კი იგი ფარულად საპარტნიორო ფონდს გადასცა. აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შეხვდა და მოლაპარაკებების გზით საკითხის მოგვარებას დაპირდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხევაში თუ საკითხი დადებითად არ გადაწყდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.