შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ყველა სტუდენტს ექნება – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს, ამ საჭიროებების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მანამდე კი, განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.