აქცია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან.
თბილისის დავით აღამაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტას აპროტესტებენ. ისინი ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ. შეკრებილების განმარტებით უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ, მათ ავტორიზაცია შეუჩერდათ. სტუდენტები ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ცენტრში განმარტავენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება უნივერსიტეტს აქვს, ამავე დროს ცენტრი ვალდებულია სტუდენტებს მობილობა შესთავაზოს.