მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად ეროვნულ გალერეასთან მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელოვანის მიერ მისივე ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის, „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეს აპროტესტებენ. შეგახსენებთ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სულაბერიძის მხარდამჭერებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ.