პროტესტი ქალაქ დედოფლისწყაროში. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე, სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებათ, ცალკეულ უბნებში კი წყლის დაბალი წნევის გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკას საერთოდ ვერ მოიხმარენ. გაერთიანებული წყალმომარაგების დედოფლისწყაროს სერვისცენტრში კი აცხადებენ, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ სამრეკლოსა და ხორნაბუჯის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პროექტი ივლისიდან განხორციელდება.