ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურების მიღებამდე სამუშაოების განახლების შესაძლებლობას არავის მისცემენ და ბაზა ბლოკირებული ექნებათ.
აქციის მონაწილეებს შეხვდა დედოფლისწყაროს მერი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.