ბათუმში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა პორტის ადმინისტრაციული შენობიდან, მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს.
მედეას ძეგლთან მათ კარავიც გაშალეს და დაშლას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ადგილზე ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირება დაიწყება, რაც საკურორტო ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.
მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის იგეგმება. ცოტა ხნის წინ მოქალაქეებს მშენებელი კომპანიის დირექტორმა უპასუხა. აქციის მონაწილეების ბრალდებები მან კატეგორიულად უარყო.