აქცია ბათუმში

ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბათუმში „სირცხვილის დერეფანი“ მაინც ეწყობა. ქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები არიან შეკრებილები.

ისინი ამბობენ, რომ „სირცხვილის დერეფანში“ დაატარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც უბნებიდან ბიულეტენებს და შემაჯამებელ ოქმებს საოლქო კომისიაში მიიტანენ. შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

მერაბ წულუკიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.