დაიწყება თუ არა გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსავლენად – წერილობითი განცხადების შემდეგ, ზეწოლისა და პირადი ინფორმაციის შეგროვების შესახებ, ამჯერად ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე სატელევიზო ინტერვიუში საუბრობს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახლებში აკითხავენ, კონკრეტული მედიასაშუალების წარმომადგენლებად ეცნობიან და პერსონალურ ინფორმაციას აგროვებენ.
საარჩევნო პროცესისა და ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა – ასე აფასებს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროცესის უკან ოპოზიცია დგას, ბრალდებას უარყოფენ ხელისუფლების ოპონენტები.
ბელა ზაქაიძე დეტალებით.