აქცია აჭარის მთავრობის სახლთან.
შეკრებილები არიან ის პირები, რომლებიც სანაპიროზე შეზლონგებს აქირავებენ. ისინი ხელისუფლებისგან საქმიანობაზე ნებართვის და პანდემიის ფონზე გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ. მათ საიჯარო ხელშეკრულება ბათუმის ბულვართან აქვთ. ბულვარის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.