აქცია ბათუმის ტერმინალში – 60-მდე თანამშრომელი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მათი ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად ტერმინალში მუშაობა შეაჩერა. ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირების თავმჯდომარის, ამირან მიქელაძის განცხადებით, დარღვეულია შვებულების გამოყენების წესიც. გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ.