„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლების გაფიცვა

ბორჯომში პროტესტი გრძელდება. კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორს ხვდებიან. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაფიცულების მხარდასაჭერად გულისტანში და ნაბეღლავში გადაინაცვლა.

მათი განცხადებით, აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება გათვალისწინებული. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.