ბათუმის მერი გარემოვაჭრეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ბათუმის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის წარმომადგენლების ლაშა კომახიძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მოვაჭრეები ორი თვით წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. ორი საათია გარემოვაჭრეები ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი წერეთლის გამზირიდან დახლებისა და ჯიხურების აღებას აპროტესტებენ და არ აპირებენ საქმიანობა გააგრძელონ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც მათ მერიამ ალტერნატიული ადგილები შესთავაზა.
შენობას პოლიცია იცავს. აქციის ორი მონაწილე დღეს შეუძლოდ გახდა, რომელთაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინა.