ბათუმის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე

ბათუმის ახალი მერი საქმიანობას ოფიციალურად დღეს შეუდგა.  ლაშა კომახიძეს მეგზურობა უკვე ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა გაუწია. ახალ მერს მან კაბინეტში ის პროექტები გააცნო, რომლებიც განხორციელების ფაზაშია. კომახიძე პირველ სამუშაო თათბირს დღეს გამართავს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შეიცვლებიან ვიცე-მერები, რაც შეეხება სამსახურების უფროსებს, ისინი მუშაობას გააგრძელებენ.