მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, აზარტული თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „უთხარი აზარტულ თამაშებს არა, #სანდრიკასთვის გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები პირველი არხის გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაწესდეს რეგულაციები აზარტული თამაშების წინააღმდეგ.