აქცია აგარაში

“აამუშავე აგარა” – კომპანია “აგარის შაქრის” თანამშრომლები ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.

აქციის მეშვიდე დღეს საწარმოს თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველოვის მუშაკთა პროფკავშირი, საქართველოს პროფკავშირის გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ქარხანაში რამდენიმე თვიანი სამუშაო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. დასაქმებულები საკითხის გადაწყვეტას სახელმწიფოს ჩარევით მოითხოვენ.

ქარხანამ მუშაობა ნოემბრის დასაწყისში შეწყვიტა. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაბალხარისხიანი, უცხოური პროდუქცია შემოდის და აგარის შაქარი კი მას კონკურენციას დაბალი ფასის გამო ვერ უწევს. სექციის მონაწილეები პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას და პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ქარხანაში 481 თანამშრომელია დასაქმებული. მათი უმრავლესობა აგარაში ცხოვრობს.