სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებული ჟურნალისტების ორგანიზებით, აქცია გაიმართა აჭარის ტელევიზიასთან. ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია, რადგან მენეჯმენტი მრჩეველთა საბჭოს ნაწილის მხარდაჭერით არასასურველი კადრების გათავისუფლებას და შესაბამისად, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. აქციაში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.