ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა ოზურგეთის დრამატულ თეატრში.
შესრულდა ქართული ტრადიციულ სიმღერები. მსმენელის წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლები. გამოიფინა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი. საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები. ანზორ ერქომაიშვილის იუბილე საქველმოქმედო ფონდის, „ქართული გალობა“, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.