„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა მძაფრდება.
19 აპრილის შეთანხმების ანულირებიდან ორი დღის შემდეგ ოპოზიციური სპექტრი საერთო სტრატეგიაზე ვერ თანხმდება. მამუკა ხაზარაძე მოახლოებულ არჩევნებზე 43%-იანი ბარიერის შენარჩუნებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყებას აანონსებს, სხვა შემთხვევაში პარლამენტის დატოვებით იმუქრება. „ლელოს“ ლიდერი დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს ახლა სწორედ ამ სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას სთხოვს. თუმცა, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიცია. მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კი, რომელსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, „ქართულ ოცნებას“ ორი დღის წინანდელი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის ბოლო სამთვიანი ქცევის და შეთანხმების ცალმხრივად შესრულების არგუმენტით მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას გამორიცხავს და ყველა რეფორმის ბოლომდე მიყვანის პირობას დებს.