ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო არის ჰუმანიტარული რეაგირების ხერხემალი ღაზის სექტორში. ის მიმართავს ქვეყნებს, რომ ლტოლვილთა სააგენტოს მისცენ სამუშაოს გაგრძელების გარანტია. გაერო-ს გენერალური მდივნის ეს განცხადება პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსების შეჩერებას მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და კანადამ მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ გაერო-ს სააგენტოს თანამშრომლები ჩართულები იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში. გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ გაერო-მ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება იმ სერიოზულ ბრალდებებზე, რაც სააგენტოს თანამშრომლების მიმართულებით გაჟღერდა. მანამდე კი ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება