ვითარება ახლო აღმოსავლეთში

200-მდე ადამიანი შეიკრიბა აღმოსავლეთ იერუსალიმში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ოფისთან. მომიტინგეები გაერო-ს ოფისის დახურვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო „ჰამასის“ ნაწილია. შეგახსენებთ, მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ გაერო-ს სააგენტოს თანამშრომლები ჩართულები იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში. ამ განცხადების შემდეგ სააგენტოს დაფინანსება შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და კანადამ შეუჩერეს.