ანსამბლი „ერისიონი“ კონცერტისთვის ემზადება. „ქართული საგანძური“ – ამ სახელწოდებით, შოუ-პროგრამას ანსამბლი 24 ივნისს ბერძენ მაყურებელს შესთავაზებს.
სპეციალური მოწვევით საბერძნეთს ხმის რეჟისორი ჯონ შარლ შმიდტი ესტუმრება და თავის გუნდთან ერთად კონცერტის გახმოვანებაზე იზრუნებს.