ანსამბლი „ერისიონი“ კონცერტისთვის ემზადება

18:30, 24.05.2018

ანსამბლი „ერისიონი“ კონცერტისთვის ემზადება. „ქართული საგანძური“ – ამ სახელწოდებით, შოუ-პროგრამას ანსამბლი 24 ივნისს ბერძენ მაყურებელს შესთავაზებს.

სპეციალური მოწვევით საბერძნეთს ხმის რეჟისორი ჯონ შარლ შმიდტი ესტუმრება და თავის გუნდთან ერთად კონცერტის გახმოვანებაზე იზრუნებს.

მსგავსი