ანსამბლი „სახიობა“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.
13 წლის წინ სასულიერო სემინარიის სტუდენტების მიერ შექმნილი ანსამბლის მორიგი სოლო-კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ხვალ გაიმართება. პროგრამაში სხვადასხვა დროს აღდგენილი ხალხური სიმღერების და მათგან შექმნილი ჯაზ-კომპოზიციების შესრულებაა.