ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენა

„რუსთავს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. დავით შანიძე ამ პოზიციაზე ანსამბლის წევრებს ოფიციალურად, საქართველოს კულტურის მინისტრმა წარუდგინა. დავით შანიძე ცნობილი ქართველი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეა. ის იყო ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი, ანსამბლ „ბიჭების“ მოსამზადებელი ჯგუფების მუსიკალური ხელმძღვანელი, ვაჟთა ანსამბლ „გეორგიკას“ დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი, ქართული ეთნო ჯაზ ჯგუფ „შინის“ სოლისტი, ეთნო ჯაზ ჯგუფ „ეგარის“ დამაარსებელი, მხატვრული ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და სოლისტი.

დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი წლის გეგმებზე.