კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის ბაღმა ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტს უმასპინძლა.
ღია ცის ქვეშ კონცერტზე ძველ საარქივო ჩანაწერებზე დაყრდნობით შექმნილი სიმღერები შესრულდა. შეკრებილმა მაყურებელმა საქართველოს ტურისტული რესურსის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები და ფოტოებიც იხილა. ანსამბლი „დიდგორი“ რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთთვიანი ტურნედან დაბრუნდა.
კანადაში გამართულ კონცერტებზე ანსამბლმა ქართული მრავალხმიანი სიმღერები შეასრულა. ფოლკლორის ცენტრის სტუმრებმა გალერეაში ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები და ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა „ეს ჩემი საქართველოა“ დაათვალიერეს.