„ბასიანისა“ და სოფი ლივებრანტის ერთობლივი კონცერტი

გაატარე ზაფხული საქართველოში“კამპანიის  ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ანსამბლ „ბასიანისა“ და შვედი მომღერლის, სოფი ლივებრანტის კონცერტს უმასპინძლა. საღამოზე, ქართულ ტრადიციულ სიმღერებთან ერთად, შვედურ ფოლკლორზე შექმნილი კომპოზიციები შესრულდა. კონცერტებთან ერთად,  სტუმრებმა ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენის – ,,ეს ჩემი საქართველოა” დათვალიერება შეძლეს.

პროექტი „გაატარე ზაფხული საქართველოში“ 15 ივლისს დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება.