„გაატარე ზაფხული საქართველოში“

„გაატარე ზაფხული საქართველოში“ კამპანის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრი, თბილისურ ანსამბლებთან ერთად, ყოველ ორშაბათს კონცერტებს გამართავს. პირველი კონცერტი ანსამბლმა ,,სახიობა”-მ ჩაატარა. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები შესრულდა. ფოლკროლის ცენტრის გალერეაში მისულ სტუმრებს, 30 სექტემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა ექნებათ ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგები და თექის ნიმუშებიც დაათვალიერონ.