რა გავლენა ჰქონდა პანდემიას პენიტენციურ სისტემაზე, პატიმრებსა და იქ დასაქმებულებზე. ამ საკითხზე კვლევა წარადგინა სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“. დოკუმენტში შეფასებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ჩათვლით პანდემიის პირობებში მიღებული განსაკუთრებული ზომების გავლენა. აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა დადებითი ზეგავლენა იქონია მართვის და მკურნალობის პროცესზე.