ადამიანის უფლებათა ცენტრმა გასული წლის ანგარიში წარადგინა.
ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით მთავარ პრობლემად 20-21 ივნისის მოვლენებია დასახელებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მდგომარეობა უხეშად არღვევს ადგილობრივების უფლებებს. დოკუმენტში საუბარია ასევე ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე. ანგარიშში ნეგატიურად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხიც.