დამოუკიდებელი დეპუტატი ნინო გოგუაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მოკვლევის ჯგუფის ანგარიშს წარუდგენს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დეზინფორმაციის და პროპაგანდის შემცირებაა.
პარლამენტის წევრის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანომ და მთავრობამ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა შემცირდეს. ნინო გოგუაძე ინიციატივითაც გამოდის, რომ გამჭვირვალე გახდეს ის ფინანსები, რითაც საქართველოში ანტიდასავლური კამპანიები ფინანსდება.