„ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა ცენტრმა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, გასულ წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ გაუმჯობესებულა. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 22 საქმეში გამოიკვეთა პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები. დასახელდა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეები. ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში მოიცავს ასევე ომს უკრაინაში, მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებსა და ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს.