საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება იყო, თუმცა ფორმულირება დაზუსტებული არ არის. მისივე თქმით, საკითხის ფორმულირებაზე საპატრიარქოში მიმდინარეობს მსჯელობა.