საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღონისძიება ცნობილი მეცნიერის, არქეოლოგ ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა. მოხსენება მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წარადგინა არქეოლოგმა ალექსანდრე ნონეშვილმა. აღინიშნა მისი ღვაწლი დარგის განვითარებასა და საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევების ჩატარებაში.