ანაკლიის პორტის გარშემო მთავრობას მორიგი განმარტებების გაკეთება უწევს. ამჯერად კითხვები ხელისუფლების მიერ უცხოელი იურისტების დაქირავებამ გააჩინა.
როგორც გაირკვა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი იურისტებს იმ მოლაპარაკებებში რთავს, რომლებიც პორტის პოტენციური მსხვილი ინვესტორების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გარშემო მიმდინარეობს.
ხელისუფლება მოსალოდნელი იურიდიული რისკების დაზღვევასაც ცდილობს იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ოთხი საერთაშორისო ბანკიდან მასშტაბური პროექტისთვის სრული დაფინანსების მოპოვებას ივლისამდე ვერ მოახერხებს.