ანაკლიის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ანაკლიის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ძლიერმა წვიმამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.

საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები წყლით არის დატბორილი.

გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. აღდგენითი სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებშიც მიმდინარეობს, სადაც უხვმა ნალექმა შიდა გზები დააზიანა და სანიაღვრე არხები ჩახერგა.