ანა წითლიძის ბრიფინგი

პირადობის მოწმობების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში. ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს წევრები და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. კოალიციის ლიდერი ამბობს, რომ მას ამ ფაქტების დამადასტურებელი მასალაც აქვს.