სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება სუბელიანის განცხადების საფუძველზე მუქარის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.
როგორც ანა სუბელიანი აცხადებს, 12 მაისის აქციის შემდეგ მას ემუქრებიან, მათ შორის, წამებით და მკვლელობით. სუბელიანი გამოკითხვაზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატთან ერთად მივიდა.
ანა სუბელიანი რამდენიმე დღის წინ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ თბილისში გამართული აქციების მონაწილეა.