ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია შემუშავებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახოს ყველა ნაბიჯი და გასატარებელი ღონისძიება. ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს შოვში, გურიაში, ხულოში, ქედასა და ბაღდათში განვითარებული კატასტროფების მიზეზები, სახელმწიფოს მზაობის დონე და რეაგირების ხარისხი.