ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას. „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს.“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერზე“.
მის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ.