ანა დოლიძე სპორტულ ფედერაციებსა და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ „შაქარაშვილის ქარტია“, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც სპორტსმენებსა და საზოგადოებას შორის ქცევის კონრეტულ წესებს დაარეგულირებს. „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი, აერთიანებს ყველა იმ ძალადობრივ შემთხვევას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სპორტსმენთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქცევებთან.