ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არსებული ეპიდ-ვითარების სტაბილიზაციის ნიშნებზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის დღიურად 2000 შემთხვევა მაინც ბევრია. ამირან გამყრელიძის თქმით, სტაბილიზაციისკენ სვლის გასაგრძელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციების დაცვა. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გამყრელიძე ბოლო დღეებში არსებული ტემპებით უკმაყოფილოა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.