დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.
აცრა გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა. ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი დღეიდან იწყება.
მოამბე