ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკული სატელევიზიო შოუსთვის, რომელსაც სამჯერ “ემის ჯილდო” აქვს მოგებული, პრესტურს მასპინძლობს. ამჟამად მესამე სეზონის გადაღებები იგეგმება, რომელიც ეთერში 2018 წლის ოქტომბრიდან გავა და ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოს, ქართულ ღვინოს, მრავალხმიან სიმღერასა და ტრადიციულ ქართულ ცეკვებს მიეძღვნება.
გადამღები ჯგუფი იმუშავებს ყაზბეგში, მცხეთაში, კახეთსა და თბილისში. ამერიკული სატელევიზიო შოუს სეზონი სწორედ საქართველოს შესახებ მომზადებული ეპიზოდით დასრულდება.