ამერიკული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ეწვივნენ
უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.
კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმები განიხილეს. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც ხუთ კონტინენტზე 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპონირებს და წლიურად 27 მილიონ კონტეინერს ემსახურება.