ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმები განიხილეს​
ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმები განიხილეს​

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ს ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმები განიხილეს.

“ჩვენ ჩამოვედით საქართველოში რათა ჩვენ პარტნიორებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას შევუდგეთ. ჩვენ დღეიდან პორტის გაშვებამდე დეტალურად ვიქნებით ჩართულები ყველა სამუშაო პროცესში. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში და სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება”, – განაცხადა SSA Marine-ს ვიცე პრეზიდენტმა საჰლინმა.

SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 2017 წლის ივლისში დაასახელა.

SSE Marine მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც ხუთ კონტინენტზე 250 ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპონირებს და წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს ემსახურება.