ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართვლოში ხვალ ელოდებიან.
მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილია, რომ საქართველო ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.