ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ყაზახეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტსერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტა“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.